პირველი კონსტიტუციის მიღებიდან 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი სამახსოვრო მედალი ლიეტუვის ზარაფხანაში მოიჭრა
პირველი კონსტიტუციის მიღებიდან 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი სამახსოვრო მედალი ლიეტუვის ზარაფხანაში მოიჭრა

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პირველი კონსტიტუციის მიღებიდან 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი სამახსოვრო მედალი 2021 წელს ლიეტუვის ზარაფხანაში მოიჭრა.

დიზაინი ივა ჯანეზაშვილს ეკუთვნის. ტირაჟი ლიმიტირებულია და 500 ერთეულს შეადგენს.

მოვერცხლილი მედლის წონა 61,2 გრამია. მედალი საქართველოში პირველი სახელოვნებო პარტნიორობის პლატფორმა „ტვიფრის“ პირველი ნამუშევარია.