პირველი არხის მენეჯმენტმა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა
პირველი არხის მენეჯმენტსა და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორი თინათინ ბერძენიშვილი, ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის დირექტორი გიორგი გვიმრაძე, ახალი ამბების და საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების მთავარი პროდიუსერი ეკა შონია, იურიდიული სამსახურის უფროსი ელენე მიხაილოვა, IRI-ს გრძელვადიანი დამკვირვებლები მაია მილიკიჩი და ნაზიკ იმანბეკოვა ესწრებოდნენ.
შეხვედრა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების გაშუქებასა და საარჩევნო გარემოს შეეხებოდა.