პირველი არხის ჟურნალისტი ავღანეთიდან - ავღანეთში ხმები არ დათვლილა, არ აყვეთ ცრუ ინფორმაციას და იქნებ, ვისწავლოთ ჩვენი სამხედროების დაფასება
ავღანეთის ორ საარჩევნო უბანზე, ბაგრამის საარჩევნო უბანსა და მაზარი-შარიფის საარჩევნო უბანზე საპრეზიდენტო არჩევნების კენჭისყრა ჩატარდა.
ავღანეთში იმყოფება პირველი არხის ჟურნალისტი ლიკა ალელიშვილიც, რომელიც ავღანეთიდან ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობისა“ და „გაერთიანებული ოპოზიციის“ ინფორმაციას, თითქოს ავღანეთში მყოფი ქართველი სამხედროების უმრავლესობამ ხმა გრიგოლ ვაშაძეს მისცა.
„ავღანეთში ნამდვილად ჩატარდა არჩევნები. ხმები არ დათვლილა და არავინ იცის, ვინ ვის მისცა ხმა. იქნებ არ აჰყვეთ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციებს და იქნებ, ქართველებმა ვისწავლოთ ჩვენი ღირსეული სამხედროების დაფასება. პატივისცემით ავღანეთიდან“, – წერს ლიკა ალელიშვილი.