საქართველოს პირველი არხი ტელეაუდიტორიის კვლევის შედეგებს აქვეყნებს.
მონაცემების თანახმად, პირველი არხის პროცენტული წილი 2021 წლის მაისის შემდეგ 10%-ით გაიზარდა, ხოლო 2021 წლის დეკემბერში მაისთან შედარებით 40%-იანი მატებაა.
კვლევა გვიჩვენებს, რომ სხვა ტელეკომპანიებთან შედარებით, საზოგადოებრივ მაუწყებელს უნდობლობის კვლავ ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს, ხოლო ნდობის მაჩვენებელი 33 პროცენტს შეადგენს და საქართველოს პირველი არხი რიგით მეორე ტელევიზიაა.
კვლევა საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია „სონარის“ მიერ საქართველოს მასშტაბით ჩატარდა.
კვლევის მიზანი იყო ტელეაუდიტორიის დემოგრაფიული სტრუქტურის, ტელეყურების სიხშირისა და ტელეკომპანიებისადმი ნდობის დადგენა.
გამოკითხვაში 18 წლის და უფროსი ასაკის ტელემაყურებლები მონაწილეობდნენ.