პირველი არხი უერთდება საქველმოქმედო მარათონს - WINGS FOR LIFE მსოფლიო რბენა 2018!

პირველი არხი ტრადიციულად უერთდება საქველმოქმედო მარათონს – WINGS FOR LIFE მსოფლიო რბენა 2018. 6 მაისს, დილიდან, მარათონში მსოფლიო ზურგის ტვინის დაზიანების მქონე ადამიანების დასახმარებლად, პირველი არხის გუნდი ჩაერთვება.

პირველი არხი მარათონში ჩართულ ყველა მონაწილეს აძლევს შანსს „ფოტოლაივის“ საშუალებით რბენის შედეგი საზოგადოებას გაუზიაროს.

·         გადმოწერეთ QR კოდის სკანერი ტელეფონში

·         სარბენი ბილიკის ყოველ კილომეტრში შეგხვდებათ QR კოდი

·         გადაიღეთ ჰორიზონტალური ფოტო თქვენთვის სასურველ დროს

·         დაასკანერეთ უახლოესი QR კოდი

·         რის შემდეგაც ტელეფონში გამოჩნდება ფანჯარა

·         ჩაწერეთ თქვენი სახელი და გვარი

·         ატვირთეთ ფოტო

·         თქვენს მიერ გარბენილი მანძილი ავტომატურად აისახება ფოტოზე

·         გააზიარეთ თქვენი შედეგი Facebook პირად გვერდზე

ირბინე სიცოცხლისთვის მსოფლიოსთან ერთად! გაუზიარე შენი შედეგი საზოგადოებას!

ფოტოლაივის“ გამოყენების წესები დეტალურად იხილეთ შემდეგ ბმულზე:

ასევე პირველი არხის გადაცემის „პირადი ექიმი-მარი მალაზონია“ ფარგლებში მომზადდა რჩევები მარათონის მონაწილეებისთვის, რომლის მიზანიც ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობაა. ვიდეორგოლების ნახვა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე:

სხვადასხვა ქვეყანაში, სხვადასხვა ადგილობრივი დროისა და კლიმატური პირობების მიუხედავად, მსოფლიო რბენაში ათასობით ადამიანი მონაწილეობს. მათ ერთი მიზანი ამოძრავებთ – ქველმოქმედება. მსოფლიო სპორტის ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ საქველმოქმედო ღონისძიებას საქართველო კახეთიდან უერთდება.

ღონისძიების ტრანსლაცია 6 მაისს პირველი არხის ეთერში გაიმართება.

#პირველიარხი2018

#PHOTOLIVE