პირველადი შედეგებით, ავსტრიის საპარლამენტო არჩევნებში ულტრამემარჯვენე „თავისუფლების პარტია“ იმარჯვებს
ავსტრიის საპარლამენტო არჩევნების პირველადი შედეგების თანახმად, ისტორიაში პირველად, არჩევნებში ულტრამემარჯვენე „თავისუფლების პარტია“ იმარჯვებს. მას ხმების 28.9 პროცენტი აქვს. ეს კი ნიშნავს, რომ ქვეყნის შემდეგი კანცლერი შესაძლოა, ჰერბერტ კიკლსი გახდეს.
26,3 პროცენტით მეორე ადგილზე არის ავსტრიის ფედერალური კანცლერის, კარლ ნეჰამერის სახალხო პარტია.
რაც შეეხება სხვა პარტიებს, ავსტრიის სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ მიიღო 21 პროცენტი, ხოლო მწვანეებმა და ლიბერალებმა – 8,3% და 9.1%.
შეგახსენებთ, ივნისში ჩატარებულ ევროპარლამენტის არჩევნებში ხმათა უმრავლესობა სწორედ „თავისუფლების პარტიამ“ მოიპოვა. ჰერბერტ კიკლსი, ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი პარტიას 2021 წლიდან ხელმძღვანელობს.