პირველადი მონაცემებით, თბილისის ათივე ოლქში სალომე ზურაბიშვილი ლიდერობს
თბილისის ათივე ოლქში პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ლიდერობს და მას „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეზე 35 222 ხმით მეტი აქვს მიღებული. შესაბამის მონაცემებს ცესკო აქვეყნებს.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული მონაცემებით, სალომე ზურაბიშვილს 102 537 ხმა აქვს მიღებული, მის კონკურენტ გრიგოლ ვაშაძეს კი – 67 315 ხმა.
საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში, თბილისში გრიგოლ ვაშაძემ სალომე ზურაბიშვილზე მეტი ხმა მიიღო. ოპოზიციის კანდიდატი დედაქალაქის ხუთ ოლქში ლიდერობდა, ხუთ ოლქში კი უპირატესობას ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილი დამოუკიდებელი კანდიდატი ფლობდა.