პირველად სატელევიზიო ეთერში - პარაწოლჭიმში 2024 წლის მსოფლიო თასის გათამაშება პირველი არხი სპორტზე
პირველად სატელევიზიო ეთერში - პარაწოლჭიმში 2024 წლის მსოფლიო თასის გათამაშება პირველი არხი სპორტზე

პირველად სატელევიზიო ეთერში პირველი არხი სპორტი საზოგადოებას პარაწოლჭიმში 2024 მსოფლიო თასის გათამაშებას სთავაზობს. ღონისძიებამ სტარტი თბილისში აიღო, ის #Paris2024-ის შემაჯამებელი სალიცენზიო ტურნირია, რომელშიც 71 ქვეყანა და 600 დელეგატი მონაწილეობს, მათ შორის, მსოფლიოს და ევროპის მრავალგზის ჩემპიონები.

ტურნირის ორგანიზატორი და მასპინძელია საქართველოს პარალიმპიური კომიტეტი.

2024-ზე საქართველოს ნაკრები 22 პარასპორტსმენის შემადგენლობით (16 კაცი, 6 ქალი) სხვადასხვა წონით კატეგორიაში იასპარეზებს.

„სპორტული არხი ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი პლატფორმაა, რადგან აქცენტი კეთდება ეროვნულ სპორტზე, ჩვენს უნიკალურ სპორტულ არქივზე და ევროპული სპორტის ტრანსლაციაზე, არხისთვის პრიორიტეტია პარასპორტი. 2021 წელს, საქართველოში პირველად, სწორედ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა შესთავაზა მაყურებელს პარალიმპიადა. 2026-2030 წლების ზამთრის და 2028-2032 წლების ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებს მაყურებელს საქართველოს პირველი არხი ექსკლუზიურად შესთავაზებს. ოლიმპიური თამაშების ლიცენზიის შესყიდვის პარალელურად, დაგეგმილი გვაქვს პარალიმპიადის ლიცენზიის შეძენაც“, – განაცხადა პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა.

პირველი არხის სპორტულმა არხმა მაუწყებლობა სულ ცოტა ხნის წინ დაიწყო.

პირველად სატელევიზიო ეთერში არხი მაყურებელს შესთავაზებს ეროვნულ ჩემპიონატებს ყველა დისციპლინაში, რაც უპრეცედენტო მოვლენაა სპორტის მოყვარული აუდიტორიისთვის. პირველი არხი – სპორტის განუყოფელი ნაწილია უნიკალური არქივი, რომელიც ეროვნული სპორტის ისტორიის უმნიშვნელოვანესი ეტაპების და პერსონალიების მემატიანეა. აღსანიშნავია, რომ პირველი არხი – სპორტი გახდა ევროპული პლატფორმის, EourovisionSport-ის პარტნიორი, რაც საშუალებას აძლევს ქართველ მაყურებელს, ევროპული სპორტის მრავალფეროვან, მულტიდისციპლინარულ, მათ შორის, პარასპორტის ჩემპიონატებს ადევნოს თვალი.

პირველი არხი – სპორტი მაყურებლისთვის ხელმისაწვდომია სატელევიზიო ეთერში, საკაბელო ტელევიზიების საშუალებით და პირველი არხის ციფრულ პლატფორმაზე – 1tvplay.ge.