პირველად 2000 წლის შემდეგ, აშშ-მა ფედერაციის თასი მოიგო 
პირველად 2000 წლის შემდეგ, აშშ-მა ფედერაციის თასი მოიგო 

ქალთა ჩოგბურთის მთავარი გუნდური ტურნირის – ფედერაციის გამარჯვებული აშშ-ის ნაკრები გახდა. ამ გუნდმა ფინალში სტუმრად, ბელარუსის დედაქალაქ მინსკში შეძლო ადგილობრივი გუნდის დამარცხება – 3:2.

ერთეულებში ჩატარებული პირველი ოთხი მატჩის შემდეგ, საერთო ანგარიში იყო – 2:2. ყველაფერი წყვილთა შეხვედრას უნდა გაერკვია, რომელშიც კოკო ვანდევეგემ და შელბი როჯერსმა 6:4, 7:6 დაამარცხეს სასნოვიჩისა და საბალენკას დუეტი. აღსანიშნავია, რომ სამივე ქულა აშშ-ის გუნდს ვანდევეგემ მოუტანა.

ბელარუსს ფინალში აკლდა ლიდერი ვიქტორია აზარენკა, რომელმაც ოჯახური პრობლემების გამო, სამშობლოში ჩასვლა ვერ შეძლო.

აშშ-ისთვის ფედერაციის თასზე, ბოლო 17 წლის განმავლობაში, ეს პირველი გამარჯვება იყო.

2000 წელს ტურნირის ტრიუმფატორები გახდნენ – ლინდსი დევენპორტი, მონიკა სელეში, ჯენიფერ კაპრიატი და ლაიზა რეიმონდი. ფინალში მათ ესპანეთი დაამარცხეს.