პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსისგან ხუთი პაციენტი გამოჯანმრთელდა
თსსუ-ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსისგან ხუთი პაციენტი გამოჯანმრთელდა.
ინფორმაციას კლინიკა ფეისბუქგვერდზე ავრცელებს.
„11 მაისის მონაცემებით, ჩვენს კლინიკაში სულ მოთავსებულია 68 პაციენტი, აქედან კოვიდ ინფიცირებულია 59 პირი. რეანიმაციის მიმართულებაში სამი პაციენტი მკურნალობს. თერაპიულ მიმართულებაში მოთავსებულია 65 პაციენტი; გამოჯანმრთელდა ხუთი პაციენტი“,- აღნიშნულია კლინიკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.