პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსისგან ერთი ორსული გამოჯანმრთელდა
პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსისგან ერთი ორსული გამოჯანმრთელდა

თსსუ-ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკას კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული 24 კვირის ორსული დატოვებს.

კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, ტესტირებით, ორჯერადად მიღებულია კორონავირუსზე უარყოფითი პასუხი და ის სრულიად განკურნებული ტოვებს კლინიკას.

„24 კვირის ორსულთან პროტოკოლის მიხედვით ჩატარებული ტესტირების შედეგად, ორჯერადად მივიღეთ უარყოფითი პასუხი. ქალბატონი ჯანმრთელი, კოვიდინფექციის გარეშე გაეწერება რამდენიმე საათში კლინიკიდან. გადამოწმდა ნაყოფის მდგომარეობა და ამ ეტაპზე შეესაბამება ფიზიოლოგიურ პირობებს“, –  განაცხადა ლევან რატიანმა.

საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი ორსული აგრძელებს მკურნალობას.