პირველ ოქტომბერს, აჭარის გარდა, პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით, მოსწავლეები საკლასო ოთახებში გააგრძელებენ სწავლას
განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, პირველ ოქტომბერს, აჭარის გარდა იმ სკოლებში, სადაც სასწავლო პროცესი დისტანციურად მიმდინარეობდა, პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით მოსწავლეები საკლასო ოთახებში გააგრძელებენ სწავლას.
„პირველ ოქტომბერს იმ სკოლებში, სადაც სასწავლო პროცესი დისტანციურად მიმდინარეობდა, პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით მოსწავლეები ბრუნდებიან საკლასო ოთახებში. ეს არ ეხება აჭარას. თუ მოსწავლეების მშობლები გადაწყვეტენ, რომ ურჩევნიათ, მათმა შვილებმა სასწავლო პროცესი გააგრძელონ დისტანციური ფორმით, ეს იქნება სრულად უზრუნველყოფილი. პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით, აჭარის გარდა, ბრუნდებიან აუდიტორიებში, ხოლო რაც შეეხება ზედა კლასებს, მეშვიდედან მეთორმეტე კლასის მოსწავლეებთან დაკავშირებით, ამის თაობაზე მომავალში გავაკეთებთ განცხადებას“, – აღნიშნა ჩხენკელმა.