პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტში შემოსულობების გეგმა გადაჭარბებით შესრულდა
საქართველოს 2020 წლის იანვარ-მარტში სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებმა 3,736 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც გეგმის 106,9 პროცენტია. პანდემიის მიუხედავად, პირველ კვარტალში გადასახადებიდან მიღებული შემოსავლები საპროგნოზო მაჩვენებელს ასევე აჭარბებს.
ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიშის ფინანსთა სამინისტრომ გამოაქვეყნა.
საშემოსავლო გადასახადიდან მიღებული შემოსავლები საპროგნოზო მოცულობის 112.2 პროცენტია. მოგების გადასახადი – 129,3 პროცენტი, დამატებული ღირებულების გადასახადი – 108 პროცენტი, ბიუჯეტში საპროგნოზო მოცულობაზე ნაკლები თანხა შევიდა აქციზის გადასახადიდან, გეგმის – 95 პროცენტი.
რაც შეეხება გადასახდელებს, 2020 წლის პირველი კვარტლის გეგმით გადასახდელები 3,698 მილიარდი ლარით განისაზღვრა (მათ შორის საბიუჯეტო სახსრები – 3 433 579.3 ათასი ლარი, კრედიტები და გრანტები 265 122.7 ათასი ლარი), გადახდამ კი, 3, 462 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც პირველი კვარტლის გეგმის 93.6 პროცენტია.