პირველ ივლისს ანაგა-სიღნაღის გზის მონაკვეთზე აღმართის დაძლევა (Hill Climb) გაიმართება
პირველ ივლისს ანაგა-სიღნაღის გზის მონაკვეთზე აღმართის დაძლევა (Hill Climb) გაიმართება.
რბოლას დაესწრებიან FIA-ს(საერთაშორისო საავტომობილო ფედერაცია) ცენტრალური ევროპის ზონის გენერალური დირექტორი ზრინეკ გრეგურეკიდა, FIA-ს ინსტიტუტის დირექტორი, ბრიტანეთის სამეფო საავტომობილო კლუბის ყოფილი გენერალური დირექტორი კოლინ ჰილტონი. მათი ვიზიტის მიზანია, საქართველოს ავტოსპორტის განვითარების ხელშეწყობა საერთაშორისო ფედერაციაში არსებული რესურსების გამოყენებით.
ღონისძიების ორგანიზატორების ინფორმაციით, საქართველოს ჩემპიონატის III ეტაპისა და კავკასიის თასის I ეტაპის ჩათვლაში, მონაწილეობას სავარაუდოდ, მიიღებს 60-მდე პროფესიონალი მრბოლელი სხვადასხვა კლასის სპორტული ავტომობილებით, მათ შორის 300-350 ცხენიანი BMW-ს, SUBARU STI-სა და MITSUBISHI EVOLUTION-ის მოდელებით.
აბსოლუტურ ჩათვლაში გამარჯვებულს, ასევე გადაეცემა „ალეკო ეზუგბაიას სახელობის გარდამავალი თასი“.
აღმართის დაძლევა ავტოსპორტის პოპულარული სახეობაა, რომელიც ტარდება საყოველთაო მოხმარების გზის რომელიმე 5-7 კმ სიგრძის მონაკვეთზე.
მისი სტარტი და ფინიში ზღვის დონიდან მკვეთრად განსხვავებულ სიმაღლეზეა. შეჯიბრებაში მონაწილეობის მიღება შეუძლია აბსოლუტურად ყველა ტიპის სპორტულ ავტომობილს. ამ სახეობასა და რებენსპრინტს 100 მეტრზე, რადგან სპორტსმენისგან მაქსიმალურ კონცენტრაციას მოითხოვს სტარტიდან ფინიშის უკანასკნელ სანტიმეტრამდე – მცირეოდენ შეცდომამაც კი, შეიძლება გადაწყვიტოს შეჯიბრების ბედი.