პირველ არხზე დღეს სალომე ზურაბიშვილის, გრიგოლ ვაშაძისა და დავით ბაქრაძის დებატები გაიმართება
დღეს, 24 ოქტომბერს, 22:00 საათზე, პირველი არხის ეთერში საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის კიდევ ერთი დებატები გაიმართება, რომელშიც სამი კანდიდატი მიიღებს მონაწილეობას.
დებატები პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს, „ევროპული საქართველოს“ კანდიდატ დავით ბაქრაძესა და „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს შორის გაიმართება.
დებატებში გრიგოლ ვაშაძე და დავით ბაქრაძე სალომე ზურაბიშვილმა გამოიწვია.
შეგახსენებთ, პირველი არხი არჩევნებში მონაწილე კანდიდატებს შესაძლებლობას აძლევს, გამოიწვიონ ერთმანეთი დებატებში და კანდიდატების შეთანხმების შემთხვევაში, მზად არის, მათ საეთერო დრო დაუთმოს. პირველი არხის ეთერში მსგავსი ფორმატით რამდენიმე დებატები უკვე გაიმართა.