პირველ არხზე პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის დღეს კიდევ ერთი დებატები გაიმართება
დღეს, 18 ოქტომბერს პირველ არხზე საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის კიდევ ერთი დებატები გაიმართება, რომელშიც სამი კანდიდატი მიიღებს მონაწილეობას.
დებატები მიხეილ სალუაშვილს, თეიმურაზ შაშიაშვილსა და ბესარიონ თედიაშვილს შორის გაიმართება. შაშიაშვილი და თედიაშვილი დებატებში მიხეილ სალუაშვილმა გამოიწვია.
შეგახსენებთ, პირველი არხი არჩევნებში მონაწილე კანდიდატებს შესაძლებლობას აძლევს, გამოიწვიონ ერთმანეთი დებატებში და შეთანხმების შემთხვევაში, მზად არის, მათ საეთერო დრო დაუთმოს.
პირველი არხის ეთერში მსგავსი ფორმატით დღეს უკვე მეხუთე დებატი გაიმართება.