დღეიდან პირველ არხზე იუმორისტული თოქშოუ „კაცები“ იწყება.
მიმდინარე კვირაში იუმორისტული თოქშოუ ორჯერ გავა ეთერში. დღეს და ხვალ, ჩემპიონთა ლიგის მატჩების ტრანსლირების გამო, გადაცემა 22:20-ზე დაიწყება და შემოკლებული ქრონომეტრაჟით გავა ეთერში, შემდეგი კვირიდან კი პირველი არხის მაყურებელი გადაცემას ყოველ ოთხშაბათს, 23:30 საათზე იხილავს.
იუმორისტული თოქშოუს წამყვანები ირაკლი კაკაბაძე, დავით ლაბაძე, ირაკლი ვახტანგიშვილი და გიორგი ჯანელიძე იქნებიან.
„კაცები“ უკვე ყველასთვის კარგად ნაცნობი, იუმორისტული თოქშოუა, სადაც შეგიძლიათ მოისმინოთ ქვეყანაში და მსოფლიოში მომხდარი ახალი ამბების იუმორისტული მიმოხილვა. გადაცემაში ასევე იხილავთ სხვადასხვა რუბრიკებს, როგორებიცაა ცნობილ სახეებთან გასაუბრება, თამაშები და ა.შ. რაც მთავარია, გადაცემის ჩაწერა ხდება ცოცხალი აუდიტორიის წინაშე იმპროვიზებული იუმორით“, – განაცხადა გადაცემის თანაავტორმა და ერთ-ერთმა წამყვანმა, ირაკლი კაკაბაძემ.