პირველი არხის ეთერში კიდევ ერთი დებატი დღეს, 9 ოქტომბერს, 22:00 საათზე შედგება.
ერთმანეთს საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატები კახა კუკავა, კახა ჭიჭინაძე და ბესარიონ თედიაშვილი დაუპირისპირდებიან. კუკავა და თედიაშვილი დებატებში კახა ჭიჭინაძემ გამოიწვია.
შეგახსენებთ, პირველი არხი არჩევნებში მონაწილე კანდიდატებს შესაძლებლობას აძლევს, გამოიწვიონ ერთმანეთი დებატებში და კანდიდატების შეთანხმების შემთხვევაში, მზად არის, მათ საეთერო დრო დაუთმოს.
9 ოქტომბრის დებატი უკვე მესამე იქნება, რომელსაც კანდიდატები პირველი არხის ეთერში გამართავენ.
კანდიდატებისა და მათი საარჩევნო შტატების საყურადღებოდ – დებატების გამართვა შესაძლებელია:
ხუთშაბათს, 11 ოქტომბერს, 22:00-23:00 საათზე;
ორშაბათს, 15 ოქტომბერს, 22:00-23:00 საათზე;
ოთხშაბათს, 17 ოქტომბერს, 22:00-23:00 საათზე;
ხუთშაბათს, 18 ოქტომბერს, 22:00-23:00 საათზე;
ორშაბათს 22 ოქტომბერს, 22:00-23:00 საათზე;
სამშაბათს, 23 ოქტომბერს, 22:00-23:00 საათზე;
ოთხშაბათს, 24 ოქტომბერს 22:00-23:00 საათზე და ხუთშაბათს, 25 ოქტომბერს 22:00-23:00 საათზე.
ამომრჩევლებს შესაძლებლობა აქვთ, დაუსვან შეკითხვა პრეზიდენტობის კანდიდატებს პირველი არხის ფეისბუქზე, ასევე საიტზე, სადაც განთავსებულია პრეზიდენტობის კანდიდატების ხედვა და ბიოგრაფია.