პირველ აგვისტოს მეტროპოლიტენი მგზავრებს 00:00 საათამდე მოემსახურება
თბილისის მთავრობა, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის თხოვნით, პირველ აგვისტოს მეტროპოლიტენის მუშაობას 23:00 საათიდან 00:00 საათამდე გაახანგრძლივებს, – ამის შესახებ აღნიშნულია, მერიის განცხადებაში.
მათივე ინფორმაციით, უეფა-ს ევროპის ლიგის გათამაშების მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩის დასრულების შემდეგ, გულშემატკივრებს ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონიდან დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში შეუფერხებელი ტრანსპორტირების შესაძლებლობა ექნებათ.
ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდის საპასუხო შეხვედრა „დინამოსა“ და „გაბალას“ შორის ხვალ, დინამო არენაზე 21:00 საათზე დაიწყება.