პირი, რომელმაც გორში, შინდისის გმირთა მემორიალი დაარბია, მხილებულია
პირი, რომელმაც გორში, შინდისის გმირთა მემორიალი დაარბია, მხილებულია

გორში, შინდისის გმირთა მემორიალი დაარბიეს. შემთხვევა გუშინ მოხდა. ფაქტის ამსახველი ფოტომასალა სოციალურ ქსელში გავრცელდა.

როგორც პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, პირი, რომელმაც მემორიალი დაარბია, მხილებულია. არსებული ინფორმაციით, მას ფსიქიკური პრობლემები აქვს.

თვითმხილველების ცნობით, დაზიანებულია ოთხი მემორიალური ქვა. გორის მერიის კეთილმოწყობის სამსახურმა აღსადგენი სამუშაოები უკვე დაიწყო.

შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის 1-ელი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.