პირებს, რომლებიც ენგურის ხიდზე გადაადგილდებიან, თერმოსკრინინგი უტარდებათ
ენგურის ხიდზე საველე კარავი მოეწყო. ადგილზე იმყოფებიან მედიკოსები, რომელთა განმარტებითაც, ისინი თერმოსკრინინგს უტარებენ ყველა ადამიანს, ვინც აპირებს გადასვლას ოკუპირებულ ტერიტორიაზე ან მოემართება ოკუპირებული რეგიონიდან.
თუკი რომელიმე ადამიანს კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები ექნება, მათ კლინიკაში გადაიყვანენ.
ადგილზე აცხადებენ, რომ ჯერჯერობით მსგავსი ფაქტი არ დაფიქსირებულა.