წმინდა ცეცხლის რიტუალის შესრულებას ელოდებოდნენ დღეს მორწმუნეები იერუსალიმში, ქრისტეს აღდგომის ტაძარში. ცეცხლს ჭეშმარიტების ნათელს უწოდებენ, რომელიც სიმბოლურად იესო ქრისტეს აღდგომას განასახიერებს.
წმინდა მიწაზე სააღდგომოდ ათასობით მორწმუნე ჩავიდა. იერუსალიმშია „მოამბის“ გადამღები ჯგუფიც. მათ ქართველ პილიგრიმებთან და მომლოცველებთან ერთად, სიმბოლურად მაცხოვრის მიერ, ჯვარცმამდე განვლილი გზა გაიარეს.
რა ხდება ახლა ქრისტეს აღდგომის ტაძარში – სოფო მთივლიშვილი და ზაზა შუკვანი იერუსალიმიდან.