პირბადის გარეშე მგზავრობისთვის ბათუმში ტრანსპორტი 29 მაისიდან დღემდე 2 152 მოქალაქეს დაატოვებინეს
ბათუმში პირბადის გარეშე მგზავრობისთვის ტრანსპორტი 29 მაისიდან დღემდე 2 152 მოქალაქეს დაატოვებინეს.
როგორც ბათუმის მერიის მუნიციპალური ინსპექციაში აცხადებენ, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მონიტორინგი აქტიურად მიმდინარეობს.
„პარკირებისა და ტრანსპორტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენიდან დღემდე მუნიციპალური ავტობუსები 32 000-ჯერ შემოწმდა, სამარშრუტო ტაქსები 25 100- ჯერ. დღის განმავლობაში რამდენჯერმე ხორციელდება ტრანსპორტში არსებული ხელის სადეზინფექციო დისპენსერის შევსება. ასევე ყოველდღიურად ხდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის დეზინფექცია“, – აცხადებენ ბათუმის მერიის მუნიციპალური ინსპექციაში.