სტუდია „პიქსარის“ ანიმაცია „კოკო“ Annie Awards 2018-ის ტრიუმფატორი გახდა. Annie Awards „ანიმაციურ ოსკარად“ ითვლება.
ანიმაციამ 11 ნომინაცია მიიღო, მათ შორის კატეგორიებში „საუკეთესო სრულმეტრაჟიანი ნამუშევარი“, „საუკეთესო რეჟისურა“ და „საუკეთესო სცენარი“.
„საუკეთესო ანიმაციურ პერსონაჟებად ფილმში“ პროექტ „მაიმუნების პლანეტა: ომის“ გმირები დასახელდნენ, ხოლო „სატელევიზიო პროექტის საუკეთესო გამხმოვანებლად“ ტომ კენი დასახელდა, რომელიც ცნობილი ანიმაციური სერიალის, „ღრუბელი ბობი – კვადრატული შარვლის“ მთავარ პერსონაჟს ახმოვანებს.