ონის მუნიციპალიტეტში პიპილეთი-ცხმორი-ფსორი-ბაჯიხევის გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
მთავრობის განკარგულებით, საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ადგილობრივი მნიშვნელობის პიპილეთი-ცხმორი-ფსორი-ბაჯიხევის საავტომობილო გზის რეაბილიტაციას ახორციელებს.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო გზა, ონის მუნიციპალიტეტში მდებარეობს.
„არსებული გზა ძლიერ დაზიანებული და გრუნტის საფარით იყო წარმოდგენილი. ავტოტრანსპორტის უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილებისთვის გზა სასწრაფოდ საჭიროებდა კაპიტალურ შეკეთებას. პრობლემის მოსაგვარებლად, პროექტის შესაბამისად, გათვალისწინებულია 11.5 კმ-იან მონაკვეთზე ბეტონის საფარის, სანიაღვრე სისტემისა და წყალგამტარი მილების მოწყობა, ასევე ხელოვნური ნაგებობების რეაბილიტაცია. პროექტი, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 7 474 785 ლარია. სამუშაოების დასრულება მიმდინარე წლის ბოლოს იგეგმება“, – აცხადებენ დეპარტამენტში.