პიონჩანგში ოლიმპიადაზე რუსი გულშემატკივრები ტრიბუნიდან გააძევეს
პიონჩანგში ოლიმპიადაზე რუსი გულშემატკივრები ტრიბუნიდან გააძევეს

პიონჩანგში ოლიმპიადაზე სათხილამური ტრასის ტრიბუნებიდან რამდენიმე რუსი გულშემატკივარი გააძევეს. ამის მიზეზი ის გახდა, რომ გულშემატკივრები რუსეთის ახალგაზრდული კომუნისტური კავშირის დროშას აფრიალებდნენ, სადაც ლენინი იყო გამოსახული.

სტიუარტებმა ჯერ დროშის მშვიდად ჩამორთმევა სცადეს, მაგრამ რუსების წინააღმდეგობას წააწყდნენ და იძულებული გახდნენ, ისინი სტადიონიდან გაეძევებინათ.

„ასე ცდილობენ რუსი გულშემატკივრების შევიწროებას და ნორმალური ქომაგობის საშუალებას არ გვაძლევენ. ეს დროშები აკრძალული არ არის. წესები წავიკითხეთ და რუს მოხალისეებსაც ვკითხეთ” – ამბობს ერთ-ერთი გაძევებული გულშემატკივარი.

კომუნისტურ ჩრდილოეთ კორეასთან დაძაბული ურთიერთობის გამო, სამხრეთ კორეაში კომუნისტური სიმბოლიკის პროპაგანდა აკრძალულია.