პიონჩანგში მაიკ პენსისა და კიმ ჩენ ინის დის შეხვედრა არ შედგა
პიონჩანგში მაიკ პენსისა და კიმ ჩენ ინის დის შეხვედრა არ შედგა

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე დასწრებისას ჩრდილო კორეელ პოლიტიკოსებს უნდა შეხვედროდა, თუმცა, ამერიკული დელეგაციის ცნობით, კორეელებმა შეხვედრა ბოლო წამს გააუქმეს.

მაიკ პენსი სამხრეთ კორეაში ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიას დაესწრო.

პრესსპიკერის განცხადებით, გეგმის მიხედვით, ის ჩრდილოეთ კორეის ლიდერის დას უნდა შეხვედროდა.
ეს პირველი ოფიციალური ინტერაქცია იქნებოდა ჩრდილოეთ კორეასა და ტრამპის ადმინისტრაციას შორის.

სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის ჰეზერ ნოუერტის თქმით, როდესაც გაჩნდა ჩრდილო კორეულ დელეგაციასთან სახელდახელო შეხვედრის შესაძლებლობა, მაიკ პენსმა გამოხატა მზაობა, წასულიყო დათმობაზე კიმ ჩენ ინის მთავრობის ბალისტიკურ და ბირთვულ საქმიანობებთან დაკავშირებით.

„ჩრდილოეთ კორეის დელეგაციამ ბოლო მომენტში გადაწყვიტა, რომ ამ შეხვედრაში მონაწილეობა არ სურდათ. ჩვენ ვწუხვართ, რომ მათ ეს შესაძლებლობა ვერ გამოიყენეს“, – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.