„პიონჩანგ-2018“-ის საორგანიზაციო კომიტეტის წარმომადგენელთა განცხადებით 2018 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშებისთვის გათვალისწინებული სპორტული ობიექტების მშენებლობა 99,7 პროცენტით დასრულებულია.
მათ შორის არის ყინულის ჰოკეის ცენტრი რომელიც ჰოკეისტთა ოლიმპიური ტურნირის ძირითადი არენა იქნება. ულტრათანამედროვე ცენტრის მშენებლობა 2014 წლის ზაფხულში დაიწყო. არენის მშენებლობაზე, რომელიც 10 000 მაყურებელს იტევს, დაახლოებით 75 მილიონი დოლარი დაიხარჯა.
დანარჩენ 12 ოლიმპიურ ობიექტზე მათ შორის ოლიმპიურ სტადიონზე ბოლო სამუშაოები მიმდინარეობს, სადაც ოლიმპიური თამაშების გახსნისა და დახურვის საზეიმო ცერემონია გაიმართება.