2018 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე დაახლოებით სამი კვირით ადრე, გაყიდულია სტარტებზე დასასწრები 744 800 ბილეთი, რაც საერთო რაოდენობის 69.7 პროცენტს შეადგენს. ეს ინფორმაცია სამხრეთ კორეის ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა საკუთარ ოფიციალურ ვებგვერდზე გაავრცელა.
გამოცხადდა, რომ საერთო ჯამში, რეალიზაციისთვის 1.06 მილიონი ბილეთი დაიბეჭდა.
ასევე ირკვევა, რომ ყველაზე დიდი მოთხოვნა ფიგურულ სრიალზეა. კერძოდ, მამაკაცების პირველობაზე. აგრეთვე ქიორლინგზე და ჰოკეიში კორეის ქალთა ნაკრების მატჩებზე.
პიონჩანში ოლიმპიური თამაშები 9-25 თებერვალს გაიმართება.