ესპანეთის ეროვნულმა სასამართლომ დაადგინა, რომ “ბარსელონას” მცველმა ჟერარ პიკემ 2.1 მილიონი ევრო უნდა გადაუხადოს ქვეყნის საგადასახადო სამსახურს, – იტყობინება სააგენტო AP.
ოთხშაბათს, სასამართლომ ძალაში დატოვა გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ ფეხბურთელმა უნდა დაფაროს საგადასახადო ვალდებულებები, რომელიც 2007-10 წლების პერიოდში დაუგროვდა. საქმე ეხება შემოსავლებს, რომელიც პიკემ საიმიჯო უფლებების გაყიდვიდან მიიღო. ასე რომ, 32 წლის ფეხბურთელს მოუწევს 2.1 მილიონი ევროს გადახდა. ამ თანხაში შედის ჯარიმები.