ხუთი რეკორდი, რომელიც შეიძლება „ბარსელონამ“ ლა ლიგას ახალ სეზონში დაამყაროს
ხუთი რეკორდი, რომელიც შეიძლება „ბარსელონამ“ ლა ლიგას ახალ სეზონში დაამყაროს

* „ბარსელონა“ შეიძლება გახდეს მეორე გუნდი ლა ლიგას ისტორიაში, რომელსაც 6100 გოლი ექნება.

რეალი – 6104

ბარსელონა – 6089

ბილბაო – 4713

ატლეტიკო – 4647

ვალენსია – 4514

* ლიონელ მესის ერთი ჰეთ-თრიკი სჭირდება, აბსოლუტურ რეკორდსმენ კრიშტიანუ რონალდუს რომ დაეწიოს.

კრიშტიანუ რონალდუ – 34

ლიონელ მესი – 33

ტელმო სარა – 23

ალფრედო დი სტეფანო – 22

ედმუნდო სუარესი – 19

* ჟერარ პიკეს ორი მატჩი სჭირდება იმისთვის, რომ „ბარსელონას“ 500-იანთა კლუბში შევიდეს.

ჩავი ერნანდესი – 767

ლიონელ მესი – 684

ანდრეს ინიესტა – 674

კარლეს პუიოლი – 593

ჟერარ პიკე – 498

* ერნესტო ვალვერდე ეცდება გახდეს მეათე მწვრთნელი ისტორიაში, ვისაც 450 მატჩი ექნება ჩატარებული ლიგაში მწვრთნელის რანგში.

ლუის არაგონესი – 757

ხავიერ ირურეტა – 612

მიგელ მუნიოსი – 608

ვიქტორ ფერნანდესი – 544

ერნესტო ვალვერდე – 424

* ლუის სუარესს ერთი გოლი სჭირდება იმისთვის, რომ ლა ლიგაში „ბარსელონას“ სამ საუკეთესო გოლეადორს შორის მოხვდეს.

ლიონელ მესი – 419

სესარ როდრიგესი – 190

ლადისლაო კუბალა – 131

ლუის სუარესი – 131

სამუელ ეტო’ო – 108