ჟერარდ პიკე მომავალში საფეხბურთო ტურნირის ჩატარებას აპირებს
ჟერარდ პიკე მომავალში საფეხბურთო ტურნირის ჩატარებას აპირებს

„ბარსელონას“ ცენტრალური მცველი ჟერარდ პიკე მომავალში აპირებს ახალი საფეხბურთო ტურნირის ჩამოყალიბებას. ამის შესახებ ჟურნალისტმა ადრია ალბერტსმა განაცხადა.

პიკე საინვესტიციო ჯგუფ „კოსმოსის“ (Kosmos) ერთ-ერთი მფლობელია. ამ ჯგუფმა შეიძინა საჩოგბურთო ტურნირის, დევისის თასის ჩატარების უფლება და შეუცვალა მას ფორმატი. ახლა დევისის თასზე 18 გუნდი მიიღებს მონაწილეობას, რომლებსაც ექვს ჯგუფად დაყოფენ. ჯგუფების გამარჯვებულები და ორი საუკეთესო მეორეადგილოსანი მეოთხედფინალში გავა და შემდეგ ტურნირი პლეი ოფის სისტემით გაგრძელდება. დევისის თასის გათამაშება ერთი კვირა გაგრძელდება და არა მთელი სეზონი, როგორც გასულ წლებში ხდებოდა.

მომავალ საფეხბურთო ტურნირსაც დაახლოებით ასეთი ფორმატი ექნება. პიკე გეგმავს ძირითადი ევროპული ლიგების ჩემპიონებისა და სხვა ტოპ-გუნდების მიწვევას. წყაროს ცნობით, ფეხბურთელი უკვე შეხვდა ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებს პროექტის პერსპექტივების განსახილველად.