2008 წლის შემდეგ ხერარდ პიკე ოლდ ტრაფოდრზე პირველად ბრუნდება
2008 წლის შემდეგ ხერარდ პიკე ოლდ ტრაფოდრზე პირველად ბრუნდება

ჩემპიონთა ლიგის დღევანდელი მეოთხედფინალური მატჩი მანჩესტერ იუნაიტედსა და ბარსელონას შორის ხერარდ პიკესთვის განსაკუთრებული იქნება. ეს არის პირველი მატჩი, რომელსაც ესპანელი ფეხბურთელი იუნაიტედიდან მშობლიურ გუნდში დაბრუნების შემდეგ ოლდ ტრაფორდზე გამართავს.

ბარსელონას მიერ გაზრდილი პიკე 2004 წელს სწორედ მანჩესტერ იუნაიტედში გადავიდა და შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში ინგლისური გრანდის მაისურით 12 მატჩი ჩაატარა. 2008 წელს ის ისევ ბარსელონას დაუბრუნდა და მას შემდეგ ოლდ ტრაფორდზე არც ერთხელ არ უთამაშია.

ესპანელი ჟურნალისტის შეკითხვაზე, გრძნობდა თუ არა ზეწოლას, პიკემ შემდეგი პასუხი გასცა:

„განწყობა საბრძოლო მაქვს, ზეწოლას ვერ ვგრძნობ. ჩემპიონთა ლიგა არც ერთხელ რომ არ გვქონდეს მოგებული, მაშინ ნამდვილად ვინერვიულებდი. მატჩს დიდი იმედებით ველი“.

თამაში მანჩესტერ იუნაიტედსა და ბარსელონას შორის დღეს, 10 აპრილს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება. მეორე მატჩში კი, რომელიც ამსტერდამ არენაზე გაიმართება, ადგილობრივი აიაქსი იუვენტუსს უმასპინძლებს.