ჩავი, პიკე და კრჩიკი კატალონიის ნაკრებში გამოიძახეს
ჩავი, პიკე და კრჩიკი კატალონიის ნაკრებში გამოიძახეს

გამოქვეყნდა კატალონიის ნაკრების ფეხბურთელთა სია, რომლებიც გამოძახებულნი არიან ვენესუელასთან ამხანაგური მატჩისთვის.

როგორც „სპორტ.ეს“ (Sport.es) წერს, პირველად მიიღო გამოძახება „ბარსელონას“ მცველმა ჟერარ პიკემ, რომელმაც დაასრულა კარიერა ესპანეთის ნაკრებში. გარდა ამისა, ჩამონათვალშია ლეგენდარული ნახევარმცველი ჩავი, რომელიც, ამჟამად, ყატარში თამაშობს, აგრეთვე, ბოიან კრკიჩი „სტოკიდან“ და ჟერარ დეულოფეუევერტონიდან“.

კატალონიასა და ვენესუელას შორის ამხანაგური მატჩი ჟირონაში 25 მარტს გაიმართება.