ერთა ლიგა | დომინიკ სობოსლაი – გუნდს ვერ დავაღალატებდი #1TVSPORT
საქართველოს ნაკრებთან ერთა ლიგის თამაშის მოგების შემდეგ (2:0) უნგრეთის ნაკრების კაპიტანმა, დომინიკ სობოსლაიმ აღიარა, რომ სამედიცინო შტაბს ნაკლებად სავარაუდოდ მიაჩნდა მისი თამაში, თუმცა თავად ეჭვი არ ეპარებოდა, რომ მოედანზე გასვლას შეძლებდა.
„საბრძოლო სულისკვეთება, გუნდური ერთიანობა და სტანდარტული მდგომარეობების კარგად გამოყენება საკმარისი აღმოჩნდა გამარჯვებისთვის. ვგრძნობდით, რომ კუთხურების დროს შანსები გვქონდა, ამიტომ მათი მოპოვებისას თავს უფრო თავდაჯერებულად ვგრძნობდით. სტანდარტული მდგომარეობების დროს ორივე ფლანგიდან ვცდილობდით შანსების შექმნას.
რაც შეეხება ჩემს ტრავმას – თითქმის დარწუნებული ვიყავი, რომ ვითამაშებდი. ექიმებს რომ ჰკითხოთ, გეტყვიან, რომ მდგომარეობა ამის საშუალებას არ იძლეოდა. თუმცა ვმკურნალობდი და დღითი დღე უკეთესობისკენ მივდიოდი. სამწუხაროდ, გუნდთან ერთად იმდენს ვერ ვვარჯიშობდი, რამდენიც მსურდა.
თამაშის დაწყებამდე, გახურებისას ტრავმამ თავი შემახსენა. მოედანზე გასვლას არ ვაპირებდი, თუმცა საკუთარ თავს ვუთხარი: არა, ამას არ ვიზამ, ამდენი გზა გამოვიარე და გუნდს ვერ დავაღალატებ. ყველაფერი გავიღე, რაც შემეძლო. ახლა უკვე მომდევნო თამაშზე ვფიქრობ, მკურნალობა უნდა გავაგრძელო, რომ სამშაბათისთვის მზად ვიყო“, – თქვა უნგრეთის ნაკრების კაპიტანმა.