მარკო როსი – საქართველოს ნაკრებს მომენტები ჰქონდა, მაგრამ მისი პრობლემა ბოლო პასი იყო #1TVSPORT

00:19, 15.11.2026

უნგრეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, მარკო როსიმ ერთა ლიგის მეხუთე ტურში საქართველოსთან მოგებული (2:0) მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართულ პრესკონფერენციაზე შეაფასა.

„პირველი ტაიმის შემდეგ მიდგომა შევცვალეთ, უფრო აგრესიულად და სწრაფად ავთამაშდით და დაშვებული შეცდომები გამოვასწორეთ. ეს საერთოდ ბოლო წლებში ჩვენ მიერ ჩატარებული ყველაზე ცუდი ტაიმი იყო.

საქართველო ძლიერი ნაკრებია და ამას მხოლოდ მეტოქისადმი პატივისცემის გამო არ ვამბობ. შეხედეთ, რა გუნდებში თამაშობენ მისი ფეხბურთელები, გამოვარჩევდი მიქაუტაძეს, ჩაკვეტაძეს, წიტაიშვილისა და კვერნაძეს.

საერთოდ, თანაბარია ჯგუფი იყო და პირველობისთვის ყველა იბრძოდა. საქართველოს ნაკრებს საგოლე მომენტები ჰქონდა, მაგრამ მისი პრობლემა ბოლო პასები იყო. შესვენებაზე სწორი დასკვნები გამოვიტანეთ და მეტოქეს შესაბამისი ტაქტიკა დავუპირისპირეთ. არ ვამბობ, რომ გამარჯვებას არ ვიმსახურებდით, მაგრამ პირველი ტაიმი აშკარად ჩავაგდეთ“.

საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის დასკვნით შეხვედრას 17 ნოემბერს სლოვაკეთის ქალაქ კოშიცეში უკრაინასთან გამართავს – მატჩი 23:45 საათზე დაიწყება, პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი, პირველი არხი სპორტი და საქართველოს რადიო შემოგთავაზებთ.

მსგავსი