ინიესტა - „ბარსელონას“ 2000-იანების „ოქროს თაობა“ აღარ განმეორდება
ინიესტა - „ბარსელონას“ 2000-იანების „ოქროს თაობა“ აღარ განმეორდება

„ბარსელონას“ ყოფილმა ნახევარმცველმა ანდრეს ინიესტამ განაცხადა, რომ კატალონიური კლუბის აკადემია ვეღარასოდეს შეძლებს მოთამაშეთა ისეთი თაობის აღზრდას, როგორიც 2000-იანების დასაწყისში იყო. იმ დროს აკადემიაში თავად ინიესტა, ჩავი, კარლეს პუიოლი, ვიქტორ ვალდესი, ლიონელ მესი, ჟერარ პიკე და სერხიო ბუსკეტსი აღიზარდნენ.

„ასეთი თაობა აღარ განმეორდება. კლუბის ისტორიაში სხვადასხვა ეპოქა იყო. ახალგაზრდა მოთამაშეები მაშინ ხვდებოდნენ პირველ გუნდში, როცა შედეგები არასახარბიელო იყო. საჭირო ხდებოდა ახალგაზრდების გამოყენება. ასე მოხდა ჩემს დროშიც.

ჩვენ ამ კლუბში ვცხოვრობდით: აქ გავიზარდეთ, მოვხვდით პირველ გუნდში და დავრჩით იქ 10, 12, 15 წელი. ვიყავით კაპიტნები. ყველანი ჩამოვყალიბდით პიროვნებებად.

ვიქტორი, პუიოლი, ჩავი, მე. შემდეგ ბუსკეტსი, პიკე და ლეო. რთული იქნება რაღაც მსგავსის გამეორება. ჩვენ ვლაპარაკობთ „ბარსელონას“ საუკეთესო ეპოქაზე საუკეთესო ფეხბურთელებით“, – მოჰყავს ინიესტას სიტყვები გაზეთ „გარდიანს“ (The Guardian).

ანდრეს ინიესტა „ბარსელონას“ პირველ გუნდში 2002-2018 წლებში თამაშობდა და ამ პერიოდში ოთხჯერ ჩემპიონთა ლიგა და ცხრაჯერ ესპანეთის ჩემპიონატი მოიგო.