ჟერარდ პიკე სანტიაგო სოლარის ირონიულად პასუხობს
ჟერარდ პიკე სანტიაგო სოლარის ირონიულად პასუხობს

ჟერარდ პიკეს თქმით, სანტიაგო სოლარის პრეტენზია იმის თაობაზე, რომ ესპანეთის სამეფო თასის ნახერვაფინალური მატჩის წინ ბარსელონას ერთი დღის მეტი დასვენების საშუალება ეძლევა, ვიდრე რეალ მადრიდს, უსაფუძვლოა.

მადრიდელთა მთავარმა მწვრთნელმა „უცნაური“ უწოდა იმ ფაქტს, რომ ბარსელონამ სევილიაში შაბათს ითამაშა, მადრიდელებს კი კვირას უწევთ ლევანტესთან დაპირისპირება, რაც კატალონიელებს ერთით მეტ დღეს აძლევს დასასვენებლად.

„ბოლოს, როდესაც მათ ჩვენზე ერთი დღით მეტი დაისვენეს, 5-1 დავამარცხეთ“, – განაცხადა პიკემ.

შეგახსენებთ, რომ ბარსელონა და რეალი მომავალ კვირაში ერთმანეთს ორჯერ შეხვდებიან: ოთხშაბათს, 27 თებერვალს, სამეფო თასის ნახევარფინალის განმეორებითი მატჩი გაიმართება (1-1 პირველი მატჩის შემდეგ), შაბათს კი, 2 მარტს, გუნდები ჩემპიონატის მორიგ ტურში გაარკვევენ ურთიერთობებს.

ორივე მატჩი მადრიდში, სანტიაგო ბერნაბეუზე შედგება.