პიანისტი ვალერიან შიუკაშვილი კონცერტის შემდეგ შეუძლოდ გახდა და კლინიკაში გადაიყვანეს
ნიკოლოზ რაჭველისა და ვალერიან შიუკაშვილის ერთობლივი კონცერტის დასრულების შემდეგ, რომელიც პატრიარქის აღსაყდრებიდან 40 წლის იუბილეს ეძღვნებოდა, პიანისტი ვალერიან შიუკაშვილი შეუძლოდ გახდა.
ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარება გამოიძახეს და პიანისტი ალადაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს.
ექიმების განცხადებით, ვალერიან შიუკაშვილის მდგომარეობა სტაბილურია და მისი შეუძლოდ გახდომა ემოციურ გადაღლას უკავშირდება.