პია კაუმა - 26 ოქტომბრის არჩევნები იყო კონკურენტული, ამომრჩევლებს შეეძლოთ, არჩევანი გაეკეთებინათ 18 საარჩევნო სუბიექტს შორის
26 ოქტომბრის არჩევნები იყო კონკურენტული იმ ფაქტიდან გამომდინარე, რომ ამომრჩევლებს შეეძლოთ, არჩევანი გაეკეთებინათ 18 საარჩევნო სუბიექტს შორის, – ამის შესახებ ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის წევრმა, პია კაუმამ განაცხადა.
მისი თქმით, არჩევნებზე ოპოზიციურ პარტიებს შორისაც იყო საკმაოდ აქტიური კონკურენცია.
„გუშინდელი არჩევნები არ იყო უბრალოდ არჩევანის გაკეთება მმართველ პარტიასა და ოპოზიციურ პარტიას შორის, არამედ ასევე ოპოზიციურ პარტიებს შორისაც იყო საკმაოდ აქტიური კონკურენცია“, – განაცხადა პია კაუმა.