უკრაინის მოქმედი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო პროკურატურაში დაიბარეს. ამის შესახებ ინფორმაციას „უკრაინსკიე ნოვოსტი“ ავრცელებს.
როგორც ჟურნალისტებს გენერალურ პროკრატურაში განუცხადეს, პოროშენკოს დაკითხვა ევრომაიდნის აქტივისტების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებების გამოძიების ფარგლებში სურთ.
პოროშენკოს სავარაუდოდ 7 მაისს დაჰკითხავენ.
აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც პოროშენკოს გენერალურ პროკურატურაში იბარებენ. 2016 წლის ნოემბერში უკრაინის მოქმედმა პრეზიდენტმა ჩვენება ამავე საქმეზე მისცა, თუმცა დაკითხვის პროტოკოლს მან ხელი არ მოაწერა.