პეტრო პოროშენკო - პრეზიდენტის მანდატის ვადის გასვლის შემდეგ პოლიტიკაში უკრაინის ევროპული კურსის დასაცავად დავრჩები
უკრაინის მოქმედი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო აცხადებს, რომ პრეზიდენტის მანდატის ვადის გასვლის შემდეგ პოლიტიკაში უკრაინის ევროპული და ევროატლანტიკური კურსის დასაცავად დარჩება. ამის შესახებ მან აქციაზე „მშვიდობის პირველი წუთი“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„უკრაინის ევროპული და ევროატლანტიკური კურსის დაცვაში ვხედავ ჩემთვის მთავარ აზრს და მოტივაციას იმისთვის, რომ პოლიტიკაში დავრჩე მას შემდეგაც, რაც უკრაინის პრეზიდენტის უფლებამოსილების შესრულებას დავასრულებ“, – განაცხადა პეტრო პოროშენკომ.
უკრაინის მოქმედი პრეზიდენტის თქმით, ევროკავშირი და ნატო კონტინენტის ერთიანობისა და უსაფრთხოების, ასევე უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების გარანტიაა.