პეტრო პოროშენკო - მინდა, საქართველოს ნატო-ს სამიტზე წარმატებები ვუსურვო
უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო საქართველოს ნატო-ს სამიტზე წარმატებებს უსურვებს. ამის შესახებ პოროშენკომ პირველ არხს ბრიუსელში განუცხადა, სადაც ის ევროკავშირი-უკრაინის სამიტში მონაწილეობს.
ამასთან, პოროშენკოს თქმით, უკრაინა ნატო-სთან მჭიდრო თანამშრომლობას ელოდება.
„მინდა, საქართველოს ნატო-ს სამიტზე წარმატებები ვუსურვო. უკრაინა ელოდება ნატო-სთან მჭიდრო თანამშრომლობას და ურთიერთობების გაღრმავებას. მე ამის იმედი მაქვს. დაველოდოთ სამიტს და მის შედეგებს“, – განაცხადა პეტრო პოროშენკომ პირველ არხთან საუბრისას.
ბრიუსელში ნატო-ს სამიტი 11-12 ივლისს გაიმართება. სამიტის ფარგლებში დაგეგმილია ნატო-საქართველო-უკრაინის შეხვედრა.