უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო დღეს ბრიუსელში აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შეხვდება. აღნიშნული ინფორმაცია ჟურნალისტებს თავად პოროშენკომ დაუდასტურა ნატო-ს შტაბ-ბინაში შესვლისას, სადაც ის ალიანსის გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს შეხვდა.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ის იმედოვნებს, რომ დონალდ ტრამპი აშშ-ის მხრიდან უკრაინის მხარდაჭერის საკითხს განიხილავს.
ამასთან, პოროშენკომ აღნიშნა, რომ ის ჰელსინკიში დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის დაგეგმილი შეხვედრის გამო არ ღელავს.
„მე არაფრის მეშინია. ჩვენ გვაქვს უკრაინისა და მისი დამოუკიდებლობის მხარდამჭერი ძლიერი განცხადებები და ძლიერი პოზიცია როგორც სახელმწიფო დეპარტამენტისგან, ისე თეთრი სახლისგან“, – აღნიშნა პოროშენკომ.