პოროშენკო - რუსეთმა დაინახა, რომ ძალით ვერაფერს დაგვაკლებს და გადაწყვიტა, შიგნიდან მოახდინოს დესტაბილიზაცია
უკრაინის პრეზიდენტი გუშინ, კიევის ცენტრში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.
პეტრო პოროშენკო ლვოვში, უკრაინის შეიარაღებული ძალების დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა.
“ახლა, როდესაც რუსეთმა დაინახა, რომ ძალით ვერაფერს დაგვაკლებს, გადაწყვიტა ზურგში დაგვარტყას და შიგნიდან მოახდინოს უკრაინის დესტაბილიზაცია. არაერთხელ მითქვამს, რომ მოსკოვში ძალებსა და ფულს არ დაიშურებენ. ჩემი გაკვირვება ძნელია, მაგრამ რაც გუშინ მთელმა უკრაინამ ნახა, ყველა დაზაფრა და შოკში ჩააგდო”, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
პეტრო პოროშენკომ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა უსაფრთხოების სამსახურს და პროკურატურას მუშაობისთვის და სახელმწიფოს ინტერესების დაცვისთვის.
“კიდევ ის მახარებს, რომ უკრაინელმა ხალხმა ჯერ კიდევ ჩვენი ძალოვანების რეაქციამდე გაშიფრა მოსკოვიდან დაფინანსებული კამპანია და სწორედ ამიტომ მოახდინა რადასთან მიმდინარე აქციის იგნორირება. ორგანიზატორებს კი მართლაც სურდათ სისხლისღვრა და ყველანაირად ცდილობდნენ ძალოვანების პროვოცირებას. თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ძალოვანები ამას არ წამოეგნენ. ძალოვანების მოთმინება ძალიან მნიშვნელოვანი იყო”, – განაცხადა პოროშენკომ.