პეტრო პოროშენკო - არ დავუშვებ ისეთ ქმედებებს, რომელიც უვიზო მიმოსვლის საკითხს ეჭვქვეშ დააყენებს
პეტრო პოროშენკო - არ დავუშვებ ისეთ ქმედებებს, რომელიც უვიზო მიმოსვლის საკითხს ეჭვქვეშ დააყენებს

უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო აცხადებს, რომ არ დაუშვებს ისეთ ქმედებებს, რომლებიც ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის საკითხს ეჭვქვეშ დააყენებს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა 2018 წლის გეგმებთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„მრავალი რეფორმისგან უკრაინელების უმრავლესობა ჯერ არ გრძნობს დადებით ეფექტს, რადგან უკრაინელების ცხოვრება მნიშვნელოვნად არ შეცვლილა. ცხოვრების დონე იწყებს აღდგენას, თუმცა ტემპები ძალიან ნელია და მე, როგორც პრეზიდენტს, ეს არ მაკმაყოფილებს“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ამასთან, როგორც პეტრო პოროშენკომ აღნიშნა, ევროკავშირის მიერ სავიზო რეჟიმის გაუქმება მოწმობს, რომ უკრაინაში მიმდინარე ცვლილებები მსოფლიომ შეამჩნია.

„ნუ დაუჯერებთ მათ, ვინც უვიზო რეჟიმის შეჩერების შესახებ საუბრობს. ეს „პროგნოზისტების“ იგივე წრეა, რომლებმაც იწინასწარმეტყველეს, რომ ჩვენ უვიზოს ვერასდროს მივიღებდით. მეტიც, წერდნენ წერილებს, მიმართავდნენ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს თხოვნით, არ მიენიჭებინათ ჩვენთვის უვიზო მიმოსვლა“, – განაცხადა პეტრო პოროშენკომ.