პეტრე მამრაძე - სასაზღვრო ჯარების ხელმძღვანელმა ვალერი ჩხეიძემ, რომელსაც კიევში მიხეილ სააკაშვილის კაგებე-ს ჯარში აღებული სიგელები გადასცეს, ეს საბუთები სააკაშვილს ჩამოუტანა, რაც მტკივნეულად აღიქვა, ჩხეიძეს დაურეკეს, გაასწარიო და ქვეყნის დატოვება მოუწია
კიევში სკანდალის შემდეგ სააკაშვილი როცა გარიცხეს, თემურ ალასანიამ გაუკეთა, რომ მიხეილ სააკაშვილი მიიღეს კაგებეს-ს ჯარებში და სამი წელი მსახურობდა ელიტარულ ნაწილში, – ამის შესახებ „მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის“ ხელმძღვანელმა, პეტრე მამრაძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა.
მამრაძის თქმით, მიხეილ სააკაშვილი განსაკუთრებით იყო მიჯაჭვული ბიძაზე, თემურ ალასანიაზე, რომელიც მას ყველაფერში ეხმარებოდა.
„კიევში ხომ გარიცხეს სააკაშვილი სკანდალის შემდეგ, ვინ გაუკეთა ის, რომ სააკაშვილი მერე მიიღეს კაგებეს-ს ჯარებში, გახდა კაგებე-ს ეფრეიტორი და სამი წელი მსახურობდა ელიტარულ, სასაზღვრო ჯარებში, თანაც სულ ბორისპოლის აეროპორტში. ეს გააკეთა ბიძამისმა.
ვალერი ჩხეიძე მიყვებოდა ამას, ჩვენი სასაზღვრო ჯარების ხელმძღვანელი, ჩასული იყო კიევში, მაშინ ხომ დსთ იყო და ერთად იკრიბებოდნენ; იმათ გახარებულმა მისცეს სიგელები, საბუთები, აი, თქვენი პრეზიდენტი ჩვენთან მსახურობდაო. ვალერიმ ჩამოიტანა და გადასცა. იმ დღესვე მოუწია საქართველოს დატოვება. დაურეკეს და უთხრეს, გაასწარიო და გაასწრო. მერე ვეღარც ჩამოდიოდა, ვიდრე სააკაშვილი არ გაიქცა საქართველოდან.
როგორ მტკივნეულად აღიქვა, რომ ვიღაცამ ეს დაუდო, არადა ვალერის ეგონა, რომ ეს კარგია, პრეზიდენტის წარსული და ასე შემდეგ“, – განაცხადა პეტრე მამრაძემ.
ამასთან, პეტრე მამრაძემ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბიძაზე, თემურ ალასანიაზე საუბრისას აღნიშნა, რომ ქართველ ბიზნესმენებს, რომლებიც მაშინ ბიზნესში იყვნენ, სასაცილოდ არ ეყოფათ, რომ ალასანიამ ქონება კანონიერი გზით მოიპოვა.
„მე ვისმენდი ბიზნესმენებისგან, რომლებიც ღიად ლაპარაკს ვერ ბედავენ, ჰყვებოდნენ, რომ ყველა ღირებული ობიექტი, რაც საქართველოს ჰქონდა, გადაეცა რუსეთს; გამოქვეყნდა ობიექტების სრული ნუსხა. გაცილებით ადვილია, ითქვას, რა არ ჩაბარდა რუსეთს – ეს არის რკინიგზა, რომელიც გაჰქონდა სააკაშვილს, ბიძამისთან ერთად ცხადია, ლონდონის ბირჟაზე და ამერიკელებმა გააჩერეს; ესაა გაზსადენი, რომელიც მოდის რუსეთიდან სომხეთში, რომელიც გაარემონტეს ამერიკელებმა, ჩადეს 20 მილიონი დოლარი და იყო პირობა, რომ 20 წელი არ უნდა გაყიდულიყო, ის კი ყიდდა. მაშინ მითხრა ამერიკის ელჩმა, ფული იმდენად სჭირდება, რომ დედამისს გაყიდის, რომ შეეძლოსო“, – განაცხადა პეტრე მამრაძემ „იმედის“ ეთერში.