პეტრე ცისკარიშვილი - უკრაინა გახდება ნატო-ს წევრი, როგორც კი შეწყდება ცეცხლი, ამ დროისთვის „რუსული ოცნების“ რეჟიმი ჩამოშორებული უნდა გვყავდეს 
პეტრე ცისკარიშვილი - უკრაინა გახდება ნატო-ს წევრი, როგორც კი შეწყდება ცეცხლი, ამ დროისთვის „რუსული ოცნების“ რეჟიმი ჩამოშორებული უნდა გვყავდეს 

მიხეილ სააკაშვილის აქვს მკაფიო დამოკიდებულება, რომ 2008 წლის ბუქარესტი იყო მარცხი, ხოლო 2023 წლის ვილნიუსის სამიტი იყო გამარჯვება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.

„ეს არის გამარჯვება, რადგან დაბეჯითებით და დარწმუნებით ვიცით, რომ უკრაინა გახდება ნატო-ს წევრი, როგორც კი შეწყდება ცხელი, სამხედრო მოქმედებები და ომის ფაზა. ამის შემდეგ ძალიან მოკლე პერიოდში მაპ-ის გარეშე უკრაინა გახდება ნატო-ს წვერი. ამ დროისთვის ეს რეჟიმი აუცილებლად ჩამოშორებული უნდა გვყავდეს ხელისუფლებიდან იმისთვის, რომ შავი ზღვის აუზის უსაფრთხოების არქიტექტურაში საქართველოს როლი არის უაღრესად მნიშვნელოვანი და რუსული ოცნების რეჟიმით ამ ფუნქციას ჩვენ ვერ შევასრულებთ. აქედან გამომდინარე, ამ დროისთვის უნდა იყოს ეროვნული, ამავდროულად პროდასავლური, დემოკრატიული ძალები, თუნდაც კოალიციური ძალები ხელისუფლებაში, რომლებიც ჩაჯდებიან ამ ერთიანი უსაფრთხოების არქიტექტურაში“,- განაცხადა ცისკარიშვილმა.