პეტრე ცისკარიშვილი - შეურაცხყოფას ნუ მივაყენებთ ამომრჩეველს, რომელმაც ხაბეიშვილს მისცა ხმა და ეგონა, რომ ფორმას გადაიცვამდა, კედლებს გამოამტვრევდა და გამოიყვანდა სააკაშვილს
პეტრე ცისკარიშვილი - შეურაცხყოფას ნუ მივაყენებთ ამომრჩეველს, რომელმაც ხაბეიშვილს მისცა ხმა და ეგონა, რომ ფორმას გადაიცვამდა, კედლებს გამოამტვრევდა და გამოიყვანდა სააკაშვილს

ქვიშის ნიადაგზე სახლს ვერ ააშენებ, მთავარია, შენს ფესვებს, შენს მთავარ ამომრჩეველს კარგად ეყრდნობოდე, მათ ჰქონდეთ რწმენა, სჯეროდეთ შენი პარტიის და შემდეგ უკვე ახალ ხალხზე მუშაობა შესაძლებელია, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.

როგორც პეტრე ცისკარიშვილმა აღნიშნა, პარტია „ნაცონალური მოძრაობა“ დღეს მიშასთან უფრო დაახლოვდა.

„შეურაცხყოფას ნუ მივაყენებთ იმ ამომრჩეველს, რომელმაც ხაბეიშვილს მისცა ხმა, ეგონა, რომ ხაბეიშვილი ფორმას გადაიცვამდა, შევარდებოდა, კედლებს გამოამტვრევდა და გამოიყვანდა. ეს გასაღები ვისაც უდევს ჯიბეში, ერთ კაცს, ვისაც შეუძლია, გაუშვას მიხეილ სააკაშვილი, ვიცით, იმ ადამიანის სახელი და გვარი. იმ ადამიანს სჭირდება, რომ სასწორზე იდოს უფრო მეტი საფრთხე არგაშვებაში, ვიდრე გაშვებაში.

ქვეყნის შიგნით პარტიას ვაძლიერებთ ინფრასტრუქტურულად, პოლიტიკური წნევის შექმნას ვცდილობთ უფრო მეტის, როდესაც აქციები იქნება, იყოს უფრო მწვავე და უფრო მასშტაბური. იმ ეტაპზე იქნება, როდესაც ამ აქციებს შეეძლება შედეგის დაყენება“, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.