პეტრე ცისკარიშვილი - პროდასავლური ვექტორის მქონე ოპოზიციას პოტენციურ მეგობრებად, პარტნიორებად განვიხილავთ და მათთან დიდი სიამოვნებით ვითანამშრომლებდით
პეტრე ცისკარიშვილი - პროდასავლური ვექტორის მქონე ოპოზიციას პოტენციურ მეგობრებად, პარტნიორებად განვიხილავთ და მათთან დიდი სიამოვნებით ვითანამშრომლებდით

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, პეტრე ცისკარიშვილის განცხადებით, კანდიდატის სტატუსის არმონიჭების შემთხვევაში პასუხისმგებლობა მთლიანად დაეკისრება „ქართულ ოცნებას“.

მისივე თქმით, მმართველი გუნდი ამას აცნობიერებს.

„„რუსული ოცნების“ წარმომადგენლების საუბარს რაც შეეხება, რომ 50-50-ზეა სტატუსის მონიჭების შანსი, სინამდვილეში, შანსები ბევრად ნაკლებია, მაგრამ ასე იზღვევენ თავს. იციან, რომ შანსი ნაკლებია და პასუხისმგებლობა, რომელიც შეიძლება დადგეს, მთლიანად დაეკისრება „რუსულ ოცნებას“, ქართველი ხალხის განწყობა, აღშფოთება იქნება ლოგიკური. უმრაველესობა აცნობიერებს, რომ პასუხისმგებლობა ეკისრება მმართველ პოლიტიკურ გუნდს, ე.წ. ქართულ ოცნებას, რომელიც სინამდვილეში რუსეთის და კრემლის „ოცნებას“ წარმოადგენს“, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

ამასთან, პეტრე ცისკარიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ პროდასავლური ვექტორის მქონე ოპოზიციასთან სიამოვნებით ითანამშრომლებენ.

„მართლა ოპოზიცია რომელიცაა და პროდასავლური ვექტორის მქონეა, უპირისპირდება რუსულ რეჟიმს, ჩვენ ყველას პოტენციურ მეგობრებად, პარტნიორებად განვიხილავთ და მათთან დიდი სიამოვნებით ვითანაშრომლებდით, კოორდინაციაში ვიქნებოდით, მაგალითად, ისეთ საკითხებზე, როგორებიც არის ცვლილებები საარჩევნო კოდექსში, ცესკო-ში და საარჩევნო კომისიებში წევრების დანიშვნის წესში ცვლილებები. ეს ხომ საერთო საკითხებია. ყველ ვთანხმდებით და ასეთ პრინციპულ საკითხებზე კოორდინაციაში ვიქნებოდით. ვაპირებთ, ჩვენი მაქსიმუმი დავდოთ და რეფორმებსაც ვატარებთ, რათა გავძლიერდეთ, გავფართოვდეთ. ყველა პარტია ერთად შეიკვრება თუ ინდივიდუალურად გავა, წარმატებას ვუსურვებთ და გვინდა, მათაც მაქსიმუმს მიაღწიონ. ერთმანეთს უნდა დავეხმაროთ, რომ „ოცნებამ“ არჩევნები არ გააყალბოს“, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.